მოძალადე ბიძა | არასრულწლოვნის გაუპატიურება კახეთში

ბიძას, მამიდის ქმარს არასრულწლოვანი გოგოს გაუპატიურებაში ედება ბრალი. როგორც ოჯახის ახლობლები ყვებიან ბიძამ 14 წლის გოგოზე მაშინ იძალადა, როდესაც ოჯახი მისივე ცოლის ქელეხს ამზადებდა. ამ საზარელი ფაქტის შემდეგ მოძალადე მამაკაცი არასრულწლოვანის მეორე ბიძამ დაჭრა, რომელიც სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. 14 წლის გოგო ამ დროისთვის საკუთარ სახლში იმყოფება და მასთან სოციალური მუშაკები მუშაობენ. საგარეჯოს კლინიკაში რჩება მოძალადე მამაკაცი, რომელსაც ბრალს გაუპატიურების მუხლით სავარაუდოდ უახლოეს საათებში წაუყენებენ.