ზელენსკი ტრამპს კიევში ეპატიჟება, “შემაშინებელს” უწოდებს მის დაპირებას ომის “24 საათში” დასრულების შესახებ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „შემაშინებელი“ უწოდა -ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაპირებას უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტის „24 საათის განმავლობაში“ მოგვარების თაობაზე, თუკი ის კვლავ დაიკავებს შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტს.
ბრიტანეთის ტელეარხ Channel 4-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ზელენსკიმ თქვა, რომ ტრამპი შესაძლოა შეეცადოს დაპირების შესრულებას – ომის შეჩერებას 24 საათის განმავლობაში – შედეგების უგულებელყოფითა და იმ პირობების გაუთვალისწინებლად, რომლების დაცვასაც ითხოვს .
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ დონალდ ტრამპს უკრაინაში ეპატიჟება.
„დონალდ ტრამპ, მე თქვენ გეპატიჟებით უკრაინაში, კიევში. თუკი ომის შეჩერება შეგიძლიათ 24 საათის განმავლობაში, ვფიქრობ, ეს საკმარისია ჩამოსასვლელად,“ თქვა ზელენსკიმ.
შარშან მაისში CNN-ის ეთერში ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა, უკრაინაში ომი „24 საათში“ გააჩეროს.
თავისი წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში ტრამპი არაერთხელ გამოვიდა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების აღმოჩენის წინააღმდეგ და კიევსა და მოსკოვს მშვიდობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა.
ტრამპი ამჟამად იბრძვის იმისთვის, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე რესპუბლიკელთა კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს. მან უკვე გაიმარჯვა რესპუბლიკელთა კოკუსში აიოვაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: ლელომ ვიწყებთ კამპანიას გავაგებინოთ მაკასო, ბოჭორიშვილსო, ხოდა, თუ დიქტატურაა, რა მნიშვნელობა აქვს რას გაიგებს მაკა ბოჭორიშვილი? ბიძინა არ წყვეტს და მაკას გაგებაზეა რამე დაკიდებული?

კახაბერ მჟავანაძე: მყავს მეუღლე და 2 შვილი. ორივე წარჩინებული სტუდენტია. მეუღლე, ზუსტად ჩემი დაჭერის შემდეგ, დიალიზზეა დამოკიდებული… ბევრი პრობლემა მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი ტყუილს, რაც ათქმევინეთ სხვებს

ელენე ხოშტარია – თავს ვგრძნობ ძალიან ძლიერად, აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას – მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია – ვკონცენტრირდეთ მთავარზე: რეჟიმის ჩამოშლაზე!