საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები პარლამენტთან დაბრუნდნენ

საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები პარლამენტთან დაბრუნდნენ. აქციის მონაწილეთა ნაწილმა მარშით რამდენიმე ქუჩა შემოიარა, ნაწილი კი პარლამენტთან დარჩა და ადგილზე გააგრძელა პროტესტი.
მსვლელობის მონაწილეები იმყოფებოდნენ ორბელიანების სასახლესთანაც. მსვლელობის პერიოდში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც იმან გამოიწვია, რომ სამართალდამცველები მარშის მონაწილეებს გზაზე სიარულის საშუალებას ვიწრო ჩიხებშიც არ აძლევდნენ. ისინი დემონსტრანტებს ტროტუარზე გადასვლისკენ მოუწოდებდნენ.
ამ დროისთვის საპროტესტო აქცია ისევ პარლამენტთან გრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში