20 იანვარს უკრაინაში მასშტაბური საჰაერო განგაში გამოცხადდა, მოგვიანებით ის გაუქმდა

20 იანვარს უკრაინაში მასშტაბური საჰაერო განგაში გამოცხადდა, იტყობინებიან ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალები.
როგორც სამხედროებმა განაცხადეს, რუსეთის ქალაქ მოზდოკის აეროდრომიდან აფრინდა ავიაგამანადგურებელი MiG-31K.
რამდენიმე საათის შემდეგ საჰაერო განგაში კვლავ გაუქმდა, ვინაიდან რუსეთის მხრიდან რაკეტების გაშვება არ დაფიქსირებულა.
წუხელ რუსეთის ჯარებმა 7 მოიერიშე კამიკაძე დრონით, „Shahed-136/131“-ით შეუტიეს უკრაინას, ნათქვამია სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ გავრცელებულ ცნობაში.
„20 იანვარს ღამით ოკუპანტებმა 7 უპილოტო საფრენი აპარატი „Shahed-136/131“-ით განახორციელეს იერიში პრიმორსკი-ახტარსკის რაიონიდან და სამი მართული რაკეტა S-300-ით – დროებით ოკუპირებული ლუგანსკის ოლქიდან დონეცკის ოლქის მიმართულებით,“ განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საჰაერო ძალების პრესსამსახურმა.
ცნობილია, რომ მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა გაანადგურეს 4 რუსული დრონი, დანარჩენმა 3-მა მიზანს ვერ მიაღწია.
რუსეთის სამხედროები რეგულარულად უშენენ ცეცხლს უკრაინის ტერიტორიებს, რომლებიც მათი რაკეტების, დრონებისა და არტილერიის წვდომის არეშია – მათ შორის სამოქალაქო ობიექტებს. მიუხედავად მტკიცებულებებისა, მოსკოვი აცხადებს, რომ ამ დარტყმების სამიზნეები მხოლოდ და მხოლოდ უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ