შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელ პირებს ახალი დირექტორი წარუდგინა

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელ პირებს ახალი დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია წარუდგინა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებს მრავალწლიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა, ახალ დირექტორს კი საერთო ეროვნულ საქმეში წარმატება უსურვა.
პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე კონსტანტინე გამსახურდიამ თანამშრომლებს ეროვნული ბიბლიოთეკის განვითარების ხედვა გააცნო. საუბარი, აგრეთვე, შეეხო ბიბლიოთეკაში მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში