ანდრეი ერმაკი – თავდაცვითი პოზიცია ომის გაყინვამდე მიგვიყვანს, რასაც ვერ დავთანხმდებით

თავდაცვითი პოზიცია ომის გაყინვამდე მიგვიყვანს, რასაც ვერ დავთანხმდებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა ფრანგულ გამოცემა Le Figaro-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„შეუძლებელია თავდაცვითი ომის წარმოება. თავდაცვით პოზიციაზე გადასვლას ხშირად ომის გაყინვას იწვევს. ამას 2014 წლიდან ვხედავდით. არასდროს არ დავთანხმდებით პუტინთან გაყინულ კონფლიქტს. გამოსავალი იმაში კი არ მდებარეობს, რომ გავჩერდეთ, არამედ იმაში, რომ რეალისტები ვიყოთ, ძლიერები ვიყოთ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვიყოთ და არ გავჩერდეთ“, – განაცხადა ერმაკმა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ფრონტზე ვითარება „უდავოდ, რთულია, მაგრამ ჩვენი ერის მოტივაცია, ჩვენი მებრძოლების მოტივაცია ძალიან მაღალია“.
„ჩვენი პარტნიორების იმედი გვაქვს, ასევე ჩვენი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარებაზე ვმუშაობთ. რუსებს ჯერ კიდევ აქვთ რესურსებში ჩვენზე უპირატესობის იმედი. ჩვენ ტექნოლოგიურ უპირატესობებზე გათვლა გვიწევს. ფრონტის ხაზი 2,000 კილომეტრზე მეტია, და მისი უდიდესი ნაწილი ძალიან სასტიკი ბრძოლების არენაა. რეალისტები უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ერმაკმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – თბილისის შემოვლითი გზა 2030 წელს დასრულდება, სამტრედიის ხიდი – 2028 წლისთვის, გრიგოლეთის დარჩენილი, 6 კმ-იანი მონაკვეთი – ზაფხულის ბოლომდე, ხოლო ქობულეთის დარჩენილი 3 კმ – 2026 წლის ბოლომდე

ირაკლი კობახიძე – თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია! შემიძლია შევთავაზო ოპონენტებს, წარმოადგინონ თუნდაც ერთი ფაქტი ბოლო ერთი წლის პერიოდიდან