“ჩვენს ბიზნესს მცირეოდენი სამოქალაქო გამბედაობის გამოჩენა არ აწყენდა” – რომან გოცირიძე
ყოფილი პარლამენტარი, რომან გოცირიძე:
ღიად უნდა ითქვას, რომ ტელევიზიები დახურვის პირას არიან და რომ მათი გადარჩენის გზებზე უნდა იფიქროს საზოგადოებამ. პირველ რიგში ეს ბიზნესს ეხება. ის, რომ ბიზნესს დასჯის ეშინია, არ ამართლებს მათ უმოქმედებას. არც ისაა გამორიცხული, რომ როცა ეკრანს უყურებენ და გადაცემები ჩვეულებრივად გადის, მოსალოდნელ საფრთხეს ვერ ხედავდნენ. ტელევიზიებმა პირდაპირ უნდა თქვან მოსალოდნელი დახურვის შესახებ. ხელისუფლებამ ისედაც ყველაფერი იცის და ძალას არ აკლებს, რომ ბოლომდე მიიყვანოს თავისუფალი მედიის განადგურების საქმე.




