ვერ ვასწრებთ მენიუს ფასებით იმ რეალობას დავეწიოთ, რაც ქვეყანაში ხდება… ყოველ კვირას ძვირდება პროდუქტები, 2 ლარიანი კომუნალური გადასახადი უცბად 6 ლარი გახდა – კოტე გაბრიჩიძე

ვერ ვასწრებთ მენიუს ფასებით იმ რეალობას დავეწიოთ, რაც ქვეყანაში ხდება… ყოველ კვირას ძვირდება პროდუქტები, 2 ლარიანი კომუნალური გადასახადი უცბად 6 ლარი გახდა – კოტე გაბრიჩიძე
ყოველ კვირას ახალ-ახალი ცუდი სიახლეებია – გაძვირდა ნიგოზი, გაძვირდა ქიშმიში, გაძვირდა ხორცი – რატომ უნდა გაძვირდეს ის პროდუქტი, რომელიც იმპორტირებული არ არის, წარმოდგენა არ მაქვს, – ეს განცხადება რადიო „კომერსანტის“ ეთერში საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა, კოტე გაბრიჩიძემ გააკეთა.
როგორც კოტე გაბრიჩიძე აღნიშნავს, მისთვის ასევე გაუგებარია, რატომ იზრდება კომუნალური გადასახადები, რაც ერთი მხრივ, სარესტორნე ბიზნესს აწვება, ფასები იზრდება და საბოლოო ჯამში, მომხმარებელი ზარალდება.
„ვერ ვასწრებთ მენიუს ფასებით იმ რეალობას დავეწიოთ, რაც ქვეყანაში ხდება. ყოველ კვირას ახალ-ახალი ცუდი სიახლეებია – გაძვირდა ნიგოზი, გაძვირდა ქიშმიში, გაძვირდა ხორცი – რატომ უნდა გაძვირდეს ის პროდუქტი, რომელიც იმპორტირებული არ არის, წარმოდგენა არ მაქვს. გარდა ამისა, დოლარისა და ევროს კურსი სტაბილურია ბოლო 2 წლის განმავლობაში, მაგრამ ფასები მაინც სულ ზევით და ზევით მიდის, ვერ ვხვდები, გაუგებარია.
რასაკვირველია, ეს რეალობა აისახება რესტორნებზე, ჩვენ ხომ სხვა პლანეტაზე არ ვართ. ასეა კომუნალურების მიმართულებითაც – თვალსა და ხელს შუა 2 ლარიანი გადასახადი უცბად 6 ლარი ხდება, რა გაეზარდათ კომუნალურ სამსახურებს, ასეთი დანამატი რომ აქვთ? ხელფასი გაუზარდეს თანამშრომლებს, სხვანაირ ბენზინს ასხამენ თუ რა ხდება? ჩემი აზრით, ეს არის მონოპოლიზაციის შედეგი, არანაირი შეჯიბრებითობა არ არის, რასაც უნდათ, იმას აკეთებენ. ერთი რესტორანი რომ იყოს მთელ თბილისში, ხომ წარმოგიდგენიათ, რა ფასები ექნება. რატომ ზრდის ფასს დასუფთავება, არ მესმის – ნაგავი სხვანაირი ხდება, სეპარირება ხდება ქალაქგარეთ, რატომ, რატომ ხდება ასე? საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ფასში კომპენსირდება და გადახდა რესტორანში მოსულ სტუმარს უწევს“, – ამბობს კოტე გაბრიჩიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – ალბათ, უნდათ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია, ეს მათი თამაშებია, მაგრამ ნათელია, ეს ხელისუფლება უკვე ხელისუფლებას აღარ ჰგავს – ღრმა კრიზისშია და თავმომძვრალი ქათამივით აქეთ-იქით ეჯახება

ადვოკატი – ირაკლი ღარიბაშვილს განცხადება მოლოდინებისთვის არ გაუკეთებია, როგორც ახსნა, ეს იყო მისი უკიდურესი ნაბიჯი, ის ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო მორალური თვალსაზრისით – წერილები ეტაპობრივად გავრცელდება

გოტა ჭანტურია: 2008 წლის ომის ვეტერანს, რომელიც ომში ორსული იბრძოდა, 18 წლისთავზე შვილებთან ერთად ქუჩაში ღია ცის ქვეშ ტოვებენ. 7-სულიან ოჯახს, ბავშვებითა და შშმ პირით, ერთადერთ თავშესაფარს ართმევენ