არასრულწლოვანი იმყოფება უსაფრთხო გარემოში და მასთან მუშაობს სააგენტოს ფსიქოლოგი – სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო კახეთში მომხდარ ფაქტზე

კახეთში მომხდარ 14 წლის გოგონას გაუპატიურების ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ განცხადება გაავრცელა. მასში აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების საფუძველზე, ისინი უკვე ჩაერთნენ საქმეში. მათი ცნობით, დაზარალებული ახლა უსაფრთხო გარემოში იმყოფება და მასთან ფსიქოლოგები მუშაობენ.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მომართვის საფუძველზე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მყისიერად ჩაერთო აღნიშნულ საქმეში და განახორციელა შესაბამისი მოქმედებები, მათ შორის საპროცესო წარმომადგენლობა, არასრულწლოვანი იმყოფება უსაფრთხო გარემოში და მასთან მუშაობს სააგენტოს ფსიქოლოგი. საქმეზე კვლავ გრძელდება სოციალური სამუშაო და გამოკვეთილი საჭიროებების მიხედვით შესრულდება შემდგომი ღონისძიებები ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით”, – აღნიშნავენ უწყებაში.
ცნობისთვის, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მამიდის ქმარმა 14 წლის გოგო გააუპატიურა. მას შემდეგ რაც არა სრულწლოვანის ნათესავებმა მომხდარის შესახებ შეიტყვეს, მოძალადე კაცი ცივი იარაღით დაჭრეს. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა.

ასევე დაგაინტერესებთ

ერთი ხელით ხდება საქართველოს სასამართლო სისტემის მაღალი შეფასება, მეორე ხელით კი, ევროჩინოვნიკები საქართველოსა და ქართველ ხალხს ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით აშანტაჟებენ – დავით მათიკაშვილი

ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა სადაც სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსში საქართველოს 10-ბალიანი შეფასების სისტემით 6.63 ქულა აქვს და წინ უსწრებს მრავალ წამყვან ქვეყანას, ის მსოფლიოში 36-ე, ევროპაში კი მე-20 ადგილზეა

IRI სხვადასხვა ქვეყანაში უნდა ახორციელებდეს მნიშვნელოვან პროექტებს და არ უნდა იყოს ეჭვმიტანილი რადიკალურ ჯგუფებთან თანამშრომლობაში. მოვუწოდებ ჯონ დიპიროს, ფრთხილად იყოს, არ ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში