Reuters: სირიაში ისრაელის თავდასხმას ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის 4 წევრი ემსხვერპლა

Reuters-ის ინფორმაციით, 20 იანვარს ს მიერ სირიის დედაქალაქ დამასკოზე სარაკეტო იერიშს ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის 4 წარმომადგენელი ემსხვერპლა. ამის შესახებ სააგენტო რეგიონში არსებულ პროსირიული ალიანსზე დაყრდნობით ავრცელებს.
გარდა ამისა, ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, დამასკოზე ისრაელის თავდასხმის შედეგად დაიღუპა ირანის გვარდიის ორი სამხედრო მრჩეველი. ისრაელს ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
ამასთან, დამასკოს ერთ-ერთი საავადმყოფოს ხელმძღვანელმა Reuters-ს უთხრა, რომ საავადმყოფოში მიიღეს ერთი გარდაცვლილი და სამი დაჭრილი ადამიანი.
როგორც სირიის სახელმწიფო მედია წერს, ისრაელის სამიზნე, სავარაუდოდ, დამასკოს მაზეს რაიონში მდებარე შენობა გახდა.
პარალელურად, სირიის სხვა ადგილობრივი მედიები დამასკოში აფეთქებების შესახებ ინფორმაციას ასევე ავრცელებდნენ.
როგორც Reuters-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, ისრაელის იერიშის შედეგად განადგურებულ მრავალსართულიან შენობას იყენებდნენ ირანელი მრჩევლები, რომლებიც მხარს უჭერდნენ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მთავრობას.