Microsoft-ი: რუსმა ჰაკერებმა კომპანიის ხელმძღვანელობის ელექტრონულ ფოსტაში შეაღწიეს

კორპორაცია Microsoft-მა განაცხადა რუსი ჰაკერების იერიშის შესახებ, რის შედეგადაც გატეხეს კორპორაციული იმეილების ანგარიშები, მათ შორის – ხელმძღვანელობისა.
კომპანიის უსაფრთხოების გუნდმა 12 იანვარს დააფიქსირა თავდასხმა და გამოძიება დაიწყო. აღმოჩნდა, რომ კიბერთავდასხმის უკან დგას ჯგუფი Midnight Blizzard, რომელსაც „რუსეთი უწევს სპონსორობას“, ნათქვამია კორპორაციის პრესრელიზში.
ჰაკერებმა შეძლეს წვდომის მოპოვება Microsoft-ის კორპორაციული იმეილების ძალზე მცირე პროცენტზე. მათ შორის არის უმაღლესი ხელმძღვანელობის წევრების, კიბერუსაფრთხოების სამსახურის, იურიდიული სამსახურისა და სხვა ქვედანაყოფების თანამშრომელთა ელექტრონული ფოსტა“, იტყობინება კომპანია.
ჯგუფმა მოახერხა რამდენიმე ელექტრონული წერილისა და მასზე მიმაგრებული დოკუმენტების გატაცება. გამოძიებამ ასევე აჩვენა, რომ თავდაპირველად ჰაკერები ელექტრონულ ფოსტაში ეძებდნენ ინფორმაციას თავად Midnight Blizzard-ის შესახებ.
კორპორაცია აღნიშნავს, რომ თავდასხმა არ არის დაკავშირებული Microsoft-ის პროდუქტებისა და მომსახურებათა დაუცველობასთან. ამჟამად არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ჰაკერებმა წვდომა მოიპოვეს კლიენტების გარემოზე, ამოსავალ კოდზე ან ხელოვნური ინტელექტის სისტემებზე, ირწმუნება კომპანია. გამოძიება გრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ