ლელა გაფრინდაშვილი: გიორგი ბრწყინვალეს და ლავრენტი ბერიას ერთი დონის ფიგურებად მოხსენიებას და ორივე ეპოქის დადებითად შეფასებას თუ მოვესწრებოდი, ამას ვერ ვიფიქრებდი ნამდვილად

ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლელა გაფრინდაშვილი:
მაკა ცინცაძის გადაცემა მიეძღვნა პრეზიდენტ ტრამპის ბოლოდროინდელ განცხადებებს.
ტრამპი ახალ რეალობას გვთავაზობს : ანტიევროკავშირი, ანტიNato და აშკარად პრორუსული, პროჩინური პოლიტიკა.
ამის რეალობის პასუხად გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი, ირაკლი გოგავა ამბობს:
“ეს რეალობა გვაძლევს შანსს გავხდეთ სამხედრო ნეიტრალიტეტის ბუფერული ქვეყანა, სადაც არ იქნება არავის ჯარი და ტანკები, სადაც ცივილიზაციები ერთმანეთთან დიალოგს გამართავენ, ივაჭრებენ, ტრანზიტი იქნება ყველა მიმართულებით.
ასეთი შანსი საქართველოს გიორგი ბრწყინვალეს მერე შესაძლოა არც გვქონია…
1920-30-იანი წლების ლავრენტი ბერიას აღმშენებლობის წლები შეიძლება შევადაროთ იმ მეგა მასშტაბის ცვლილებებს, რაც ელოდება საქართველოს. შესაძლოა დაიწყოს საქართველოს აღორძინების ოქროს ხანა…”
P.S: გიორგი ბრწყინვალეს და ლავრენტი ბერიას ერთი დონის ფიგურებად მოხსენიებას და ორივე ეპოქის დადებითად შეფასებას თუ მოვესწრებოდი, ამას ვერ ვიფიქრებდი ნამდვილად (((

ასევე დაგაინტერესებთ

ნოდარ ხარშილაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებებზე – რამდენიც არ უნდა უხაროდეთ და გიორგი გახარიას აბრალონ, მაშინ ხელისუფლებაში მათი პარტია იყო

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 15 პირის საქმის პროკურორი არ გამორიცხავს, რომ თუ ბრალდებულები აღიარებენ დანაშაულს და მტკიცებულებებს უდავოდ ცნობენ, შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს