მოსამართლემ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პოლიტიკოსების პროცესები, იანვრის ბოლომდე, ყველა ხუთშაბათ დღეს ჩანიშნა – იქამდე მურთაზ ზოდელავამ აღნიშნა, რომ „ხუთშაბათს ბანაობის დღე“ აქვთ

მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პოლიტიკოსების – პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ 5 პირის – ირაკლი ჩხვირკიას, გური ჟვანიას, ნიკა გვენცაძის და თორნიკე მჭედლიშვილის სასამართლო პროცესები, იანვრის ბოლომდე, ყოველ ხუთშაბათ დღეს ჩანიშნა.
აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესების ხუთშაბათ დღეს ჩანიშვნაზე მსჯელობისას, პოლიტიკოსმა მურთაზ ზოდელავამ აღნიშნა: „ხუთშაბათი ბანაობის დღეა“.
ზოდელავას ამ განმარტების მიუხედავად, მოსამართლემ აღნიშნული გარემოება არ გაითვალისწინა.
დღეს საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პოლიტიკოსების – პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ 5 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომას არ ესწრებოდა ორი ბრალდებული: ირაკლი შაიშმელაშვილი და პაატა ბურჭულაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ივანიშვილის ამოცანაა, ე.წ. სუვერენული დემოკრატია, 2028 წლის არჩევნები “ჩიტების ჭიკჭიკის” ფონზე უნდა ჩატარდეს – მხოლოდ პარტიებთან კი არ აქვს პრობლემები, ირაკლი კობახიძეც პოლიტიკურ ეშაფოტზეა, მაგრამ მომენტს ვერ არჩევს