მოსკოვი-ერევნის რეისის თვითმფრინავს თბილისში დაშვება მოუწია – რუსული მედია

ავიაკომპანია FlyOne Armenia-ს თვითმფრინავს, რომელიც მოსკოვიდან ს მიმართულებით მიფრინავდა, თბილისში დაშვება მოუწია. ინფორმაციას ინტერფაქსი ერევნის აეროპორტზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამის მიზეზი ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში ძლიერი ნისლი გახდა.
გარდა ამისა, ამავე ინფორმაციით, ავიაკომპანია Air Cairo-ს თვითმფრინავი დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში ვერ ახერხებდა ზვართნოცის აეროპორტში დაჯდომას.