IDF: ჰამასის პოლიტბიუროს ხელმძღვანელის სახლზე იერიში მივიტანეთ

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, 16 ნოემბრის ღამით მოიერიშე თვითმფრინავების გამოყენებით ჰამასის პოლიტბიუროს ხელმძღვანელის ისმაილ ჰანიეს სახლზე იერიში მიიტანეს. პარალელურად, ისრაელელი სამხედროები საჰაერო თავდასხმის ამსახველ კადრებს ავრცელებენ.
IDF struck the home of Hamas leader Ismail Haniyeh – who lives in Qatar – in the Gaza Strip. It says the home was “used as terror infrastructure and, among other things, as a meeting place for the senior officials of the organization.” pic.twitter.com/axDlpry35p— Emanuel (Mannie) Fabian (@manniefabian) November 16, 2023
ს თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ სახლი “გამოიყენებოდა როგორც ტერორისტული ინფრასტრუქტურა და ორგანიზაციის მაღალი თანამდებობის პირების შეხვედრის ადგილი”. არსებული ინფორმაციით, ჰანიე კატარში ცხოვრობს და იგი ადგილზე არ იმყოფებოდა.
აქამდე, ჰამასმა გაავრცელა ცნობები, რომ IDF თავს დაესხა ჰანიესა და მისი ოჯახის ორ სახლს, მაგრამ ეს პირველი იერიშია, რომელიც ისრაელმა დაადასტურა.
გარდა ამისა, ისრაელელი სამხედროები წერდნენ ღაზის დასავლეთ გარეუბანში მდებარე ალ-შათის ბანაკის დაკავების შესახებ, სადაც, მათივე ინფორმაციით, გაანადგურეს “ჰამასის საზღვაო ძალების” სათავსო – საყვინთი აღჭურვილობით, ასაფეთქებელი მოწყობილობებითა და იარაღით.
ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
ტერორისტებმა აიყვანეს 200-მდე მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც -ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა. 7 ოქტომბრის მოვლენებს 1 200-მდე ისრაელელი ემსხვერპლა. დახოცილთა ნაწილის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.
აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.
ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.
22 ოქტომბერს ღაზის სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. პროცესს ისრაელი აკონტროლებს, რათა მხოლოდ საკვები და სამედიცინო პროდუქტები შეიტანონ. აკრძალულია საწვავის შეტანა.
28 ოქტომბერს ისრაელმა, მას შემდეგ, რაც საჰაერო იერიშების რიცხვი გაზარდა და სახმელეთო ოპერაციის არეალი გააფართოვა, ომის მეორე ფაზა დაიწყო.