“გასულ დღეს რუსებმა ხერსონის ოლქი 119-ჯერ დაბომბეს” | დაიღუპა ერთი და დაშავდა 3 ადამიანი

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის ალექსანდრ პროკუდინის ცნობით, 19 იანვარს, რუსებმა ხერსონის ოლქი 119-ჯერ დაბომბეს. იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი, მათგან ერთი ბავშვია.
“გასული დღის განმავლობაში მტერმა 119 შეტევა განახორციელა ნაღმმტყორცნებიდან, საარტილერიო, საზენიტო იარაღიდან. ტანკებიდან და უპილოტო საფრენი აპარატებიდან 664 ჭურვი ესროლა”, – ნათქვამია განცხადებაში.
პროკუდინის თქმით, მხოლოდ ხერსონს რუსებმა 30 ჭურვი ესროლეს. ოკუპანტების სამიზნე საცხოვრებელი კვარტალი, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი და ეკლესია იყო.