შშმ პირების საერთაშორისო დღის ფარგლებში, 3 დეკემბერს ქალაქ ქუთაისში გაიმართა ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონის ვახტანგ ახობაძის სახელობის პარა-მკლავჭიდის ტურნირი, რომლის გენერალური სპონსორიც „საქართველოს ეროვნული ლატარია“ გახლდათ. ღონისძიება მიზნად ისახავს პარასპორტის პოპულარიზაციას, სპორტსმენების მოტივაციის ზრდას და მათი შესაძლებლობების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას.
„საქართველოს ეროვნულ ლატარიაში“ აცხადებენ, რომ სოციალური პასუხისმგებლობა მისი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია.
„გახსოვდეთ – ლატარიის თამაშში მონაწილეობით თქვენც უერთდებით ქველმოქმედებას, რადგან ბილეთების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი სხვადასხვა სოციალური და საზოგადოებრივი პროექტების დაფინანსებაზეა მიმართული“ – აცხადებენ კომპანიაში.
შეგახსენებთ, რომ „საქართველოს ეროვნული ლატარია“ გთავაზობთ ლოტო 6/42-ს, ლოტო 5/35 ოქროს ბურთსა და და მომენტალურ ლატარიას საქართველოში. კომპანიის ბრენდირებულ ჯიხურებსა და ქსელურ მარკეტებში 8 სახეობის გადასაფხეკი ბილეთის შეძენაა შესაძლებელი. ლოტოს 6/42-ის ნახვა კი რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერშია შესაძლებელი.
R
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით მედია-სემინარი ჩატარდა
ქართველმა სუმოისტებმა მსოფლიო თასზე 4 მედალი მოიპოვეს




