უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება 2027 წელს განიხილება – The Washington Post

ვაშინგტონი და , რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის სამშვიდობო გეგმის ფარგლებში, განიხილავენ წინადადებას, რომლის მიხედვითაც შესაძლოა ევროკავშირში 2027 წელს გაწევრიანდეს.
ამის შესახებ The Washington Post-ის მიმომხილველი, დევიდ იგნატიუსი, ამერიკელ და უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.
მისი თქმით, უკრაინის ასეთი სწრაფი გაწევრიანება ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას აშფოთებს, თუმცა, ს ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ შეძლებს უნგრეთის წინააღმდეგობის დაძლევას, რომელიც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია.
როგორც The Washington Post-ის მიმომხილველ წერს, ვარაუდობენ, რომ ევროკავშირის წევრობა ხელს შეუწყობს ვაჭრობისა და ინვესტიციების განვითარებას, ასევე ში კორუფციასთან ბრძოლას.
უკრაინა, საქართველოსა და მოლდოვის მსგავსად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ასევე ეს სამი ქვეყანა ევროკავშირის ასოცირებული ტრიოს წევრები არიან. თუმცა ამ მომენტისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. რაც შეეხება უკრაინასა და მოლდოვას, 2024 წლის ივნისში ევროპული საბჭოს სამიტზე მხარი დაუჭირა მოლაპარაკებების ოფიციალურად დაწყებას. თუმცა უნგრეთი უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახნას ბლოკავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთში მიმდინარე ფორუმზე „ოკუპაცია“ ახსენა იმ სიღრმით და იმ ხარისხით, რაც საჭირო იყო ამ კონფერენციაზე სათქმელად – ფორუმის მიზანი არ ყოფილა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გარკვევა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროპა უკრაინას რთული გადაწყვეტილებების მიღებაში უნდა დაეხმაროს – უკრაინისთვის ძნელია, მაგრამ დიდი დანაკარგების თავიდან ასაცილებლად, უნდა აღმოვფხვრათ ბოროტება