დუბაიში, Globe Soccer Awards-ის დაჯილდოებაზე, “ალ ნასრის” ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ საუდის არაბეთის ჩემპიონატი საფრანგეთის ლიგა 1-ზე უკეთესია.
“ჩემი აზრით, პროლიგა ლიგა-1-ს არაფრით ჩამოუვარდება. მეტიც, საუდის არაბეთის ჩემპიონატში უფრო დიდი კონკურენციაა და საერთო ჯამში, მათზე უკეთესები ვართ”, – განაცხადა რონალდომ.
შეგახსენებთ, კრიშტიანომ მიმდინარე სეზონში ჯამში 25 მატჩი გამართა, თავი კი 24 გატანილი გოლითა და 11 საგოლე პასით გამოიჩინა.