მთავრობა „სამთავრობო ქალაქის“ მშენებლობას ორთაჭალის ნაცვლად არსენალის მთაზე გეგმავს

მთავრობა “სამთავრობო ქალაქის” მშენებლობას ორთაჭალის ნაცვლად ჩუღურეთში, არსენალის მთაზე გეგმავს.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა „სამთავრობო ქალაქის“ გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტების მომზადების მომსახურების შესყიდვის მიზნით ბაზრის კვლევა უკვე გამოაცხადა.
კონკურსში მონაწილეებს 23 დეკემბრის ჩათვლით შეუძლიათ წინადადებების წარდგენა.
როგორც ირკვევა, საქართველოს მთავრობა პარლამენტის და სამინისტროების არსენალის მთაზე, გედევანიშვილის ქუჩაზე, ახალ საოფისე შენობებში გადატანას გეგმავს.
ცნობისთვის, „სამთავრობო ქალაქის“ მშენებლობა მთავრობამ 8 წლის წინ დააანონსა, თუმცა როგორც მაშინ ითქვა ის ორთაჭალაში უნდა აშენებულიყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპის ინდუსტრია „სიცოცხლისა და სიკვდილის“ წინაშე დგას. ჩინეთის უზარმაზარი სავაჭრო პროფიციტი „საკუთარ მომხმარებლებს კლავს“ – ევროპული ბაზარი იაფი ექსპორტით აქვს დატბორილი – ემანუელ მაკრონი