სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია

სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია
ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა(ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრი) ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზების და ტენდენციების შესახებ ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა.
კვლევა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ყველა, 41 ქვეყანას მოიცავს და მომზადებულია ევროკავშირის დაკვეთითევროკომისიის კვლევისა და ინოვაციების პროგრამის ფარგლებში.
ანგარიშში სხვადასხვა თემებთან ერთად გაანალიზებულია ევროპის ქვეყნების სასამართლო სისტემების დამოუკიდებლობის საკითხი (გვ 54-57). რეიტინგში წარმატებული პოზიცია აქვს საქართველოს.
დოკუმენტის ფარგლებში ვიზუალიზირებულია ევროპის რუკა, სადაც სასამართლოს დამოუკიდებლობის შეფასების 10 ბალიანი სისტემით საქართველომ 6.5 ქულა დაიმსახურა და ლიეტუვასთან და პორტუგალიასთან ერთად თანაბარი მაჩვენებლით ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-16 პოზიციაზეა.
სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ შემდეგ სახელმწიფოებს : იტალიას, ესპანეთს, ლატვიას, საბერძნეთს, სლოვენიას, ბულგარეთს, უნგრეთს, სლოვაკეთს, ალბანეთს, რუმინეთს, პოლონეთს, თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, ხორვატიას და ა.შ.
ევროპაში ბოლო ადგილებზე სამ ქულაზე დაბალი შეფასებით ორი ქვეყანა მოხვდა მოლდოვა (2.6 ქულა) და ბოსნია-ჰერცოგოვინა (2.2 ქულა).
სასამართლო სისტემის ხარისხის შესახებ ფაქტებზე დაფუძნებული ანალიზი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილებებსაც ეხება, რომელიც ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებში სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევებს ადგენს. სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების მიხედვით, ირკვევა, რომ მაგალითად ალბანეთში დარღვევების ნახევარი (78-დან 38) გამოწვეულია სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევით, რომელიც მითითებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლში. მოლდოვასთან დაკავშირებით თავისუფალი სასამართლოს უფლების დარღვევისთვის 180 გამამტყუნებელი განაჩენია (492-დან), თურქეთში – 3458-დან 991 და ში – 1800-დან 622. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, ავსტრიაში თავისუფალი სასამართლოს უფლების დარღვევად 97 (287-დან) იქნა მიჩნეული, ხორვატიაში – 142 (406-დან) საქმით, რუმინეთში – 481 (1541-დან), საბერძნეთში – 145 (969-დან) და იტალიაში – 301 (1915-დან). რუმინეთში დარღვევების ერთი მესამედი თავისუფალი სასამართლოს უფლების დარღვევას უკავშირდება, რაც ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მაღალი წილია ევროპაში.
ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზების და ტენდენციების შესახებ ვრცელი ანგარიში ევროკავშირის დაკვეთით ევროკომისიის პროგრამის ფარგლებში ევროპის ანალიზისა და პოლიტიკის ინსტიტუტის ჩართულობით მომზადდა პროექტის მიერ რომლის სახელწოდებაა „ანტიკორუფციული პოლიტიკის მტკიცებულებებში, რეგულაციებსა და გავლენას შორის არსებული ხარვეზის შევსება“.

ასევე დაგაინტერესებთ

50-მა კაცმა, 100-მა, ან თუნდაც 150-მა არ უნდა შეუქმნას პრობლემები 4 მილიონ ადამიანს, როდესაც ხარ ცოტა, უნდა დაკმაყოფილდე იმ მოცემულობით, რომელიც გაქვს და პატივი უნდა სცე დანარჩენი 4 მილიონი ადამიანის ინტერესებს

ევროპული ბიუროკრატიის საქმიანობაში ჩვენ ვხედავთ ორმაგ სტანდარტებს, მათ არ მოსწონთ ხოლმე ჩარევა მათ საქმეებში, თუმცა ძალიან აქტიურად ერევიან საქართველოს საქმეებში და ცდილობენ, ხელი შეუშალონ ქვეყნის განვითარების პროცესს, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, იმედი გვაქვს, მთლიანობაში პროცესები გაჯანსაღდება ევროპულ ბიუროკრატიაში

ჩვენი სტრატეგიული მიზანია, საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველო გახდეს ელექტროენერგიით უზრუნველყოფის თვალსაზრისით სრულად თვითკმარი და ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა, რასაც ენერგეტიკის სისტემის სწრაფი განვითარება ესაჭიროება. ამისათვის, უნდა მოიხსნას ყველა ბარიერი, რომელიც სისტემის განვითარებას უშლის ხელს