როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

10 დეკემბერს ქუთაისში დღისით +17 და ღამით +7 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ.
ოზურგეთშიც მზიანი დღეა. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8. ბათუმშიც უნალექო დღე იქნება. დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში მზიანი ამინდია. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +19, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმიანი დღეა სოხუმში. +17 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში თოვლს ვარაუდობენ, დღისით +6 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +0 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია ჭიათურაში, დღისით +15 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში უნალექო დღე იქნება. დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება.
ბორჯომში +10 იქნება დღისით, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -5 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში, დღისით +12 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +0 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის. უნალექო დღე იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში მოსალოდნელია თოვლი, დღის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -6 გრადუსი იქნება.
ომალოშიც თოვლს ელოდებიან, დღისით +5 ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში ნალექიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავშიც, +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანში. დღისით +10 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +10 გრადუსი იქნება, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავშიც წვიმს. დღისით +10 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსი იქნება

ასევე დაგაინტერესებთ

კოტე ერისთავი: სისხლის სამართლის პოლიტიკის მოულოდნელი გამკაცრება, ზოგადად, მაშინ ხდება ხოლმე, როცა ხელისუფლება თვლის, რომ კრიზისია (პოლიტიკური, ეკონომიკური, ომი ა.შ) და საჭიროა საკუთარი ძალაუფლებისა და სიმტკიცის დემონსტრირება

გიორგი არქანია: ისტორიის, მე-10 კლასის ახალ სახელმძღვანელოზე: ყველაზე მეტად გამაკვირა ფაქტობრივმა შეცდომებმა, რომელთა რაოდენობა ასეთი მცირე მოცულობის, თანაც სასკოლო სახელმძღვანელოს გაკვეთილისთვის (!) საგანგაშოა

ფიქრია ჩიხრაძე – რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! – სახელმძღვანელოების ავტორები არიან, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები და მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს პარტიული ნარატივების სახელმძღვანელოებში გადმოსატანად