უკრაინული დრონებით დაზიანებულმა სიზრანის ქარხანამ ნავთობის გადამუშავება შეაჩერა – Reuters

უკრაინული დრონებით დარტყმის შედეგად დაზიანებულმა სიზრანის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ნავთობის გადამუშავება შეაჩერა. ეს სააგენტო Reuters-ს აცნობა ორმა ინფორმირებულმა წყარომ.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ს სამარის ოლქის ქალაქ სიზრანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა 5 დეკემბერს მიიტანეს. მდინარე ვოლგაზე მდებარე ეს ქარხანა კომპანია „როსნეფტისაა“.
Reuters-ის წყაროთა თანახმად, დრონებით პირდაპირი დარტყმა იყო ნედლი ნავთობის პირველადი გადამუშავების ძირითად დანადგარზე CDU-6. ეს დანადგარი უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად დაზიანდა 2025 წლის აგვისტოშიც და რემონტს ორი კვირა დასჭირდა. სააგენტოს ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ამჯერად, სარემონტო სამუშაოები შესაძლოა, დაახლოებით ერთ თვეს გაგრძელდეს.
კომპანია „როსნეფტმა“ უპასუხოდ დატოვა Reuters-ის მიმართვა კომენტარის შესახებ.
ოფიციალური მონაცემებით, სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას წელიწადში 8,9 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავება შეუძლია.
Reuters-ის წყაროთა ცნობით, გასულ წელს ქარხანამ თითქმის ორჯერ ნაკლები საწვავი გადაამუშავა.
„როსნეფტის“ ამ ქარხანაზე უკრაინული დრონებით შეტევა იყო 2024 წლის მარტშიც.
უკრაინის თავდაცვის ძალები ს ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში სამხედრო ობიექტების გარდა ხშირად უტევენ ნავთობის საცავებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და სხვა საწარმოებს, რომლებიც ს თანახმად, რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს” ავსებენ.
რუსეთი ამ შეტევებს „ტერაქტებს” უწოდებს, კი – „კანონიერ სამიზნეებზე” დარტყმებს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთში მიმდინარე ფორუმზე „ოკუპაცია“ ახსენა იმ სიღრმით და იმ ხარისხით, რაც საჭირო იყო ამ კონფერენციაზე სათქმელად – ფორუმის მიზანი არ ყოფილა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გარკვევა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროპა უკრაინას რთული გადაწყვეტილებების მიღებაში უნდა დაეხმაროს – უკრაინისთვის ძნელია, მაგრამ დიდი დანაკარგების თავიდან ასაცილებლად, უნდა აღმოვფხვრათ ბოროტება