“არც მე გამიშვებს სინდისი სამშვიდობოს გიორგი კეკელიძე, ნიკოს სახელით, ჩემი ოჯახის სახელით მადლიერება არ გითხრა…“ – ასე იწყებს სტატუსს სოციალურ ქსელში ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე. ქალბატონი იზა, მწერალი გიორგი კეკელიძის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობიდან გაშვებას ეხმაურება.
“არც მე გამიშვებს სინდისი სამშვიდობოს გიორგი კეკელიძე, ნიკოს სახელით, ჩემი ოჯახის სახელით მადლიერება არ გითხრა. ერთ-ერთ იმ ადამიანთა შორის ხარ ვისი გაცნობაც ჩემმა ნიკომ მოასწრო. მახსოვს შენი თანადგომა, აქ რომ იყო მაშინ და იქით რომ გაამგზავრეს ქვეყნის მტრებმა მაშინაც… თუმცა მე რა უნდა გამიკვირდეს…
“წიგნს რომ დავწერ, სინდისი სამშვიდობოს არ გამიშვებს და ამიტომ ამ ფურცლებზე ეგეც უნდა ვთქვა: ხვიჩამდე კიდევ ერთ ვარსკვლავობისთვის ჩაფიქრებულ ახალგაზრდა კვარაცხელიას ვიცნობდი. ნიკოს… მისი ოცნებაც ის იყო, დედამიწის რუკაზე ჩვენი პატარა ქვეყანა მკვეთრად დაემჩნია და ვეღარავის წაეშალა გონებიდან მკაფიო კონტურები. აპირებდა და ემზადებოდა. ნიჭი ჰქონდა და ამ ნიჭის საქმედ ქცევის გაქანებაც. რადგან წარსულია თხრობის ფორმა, მიმიხვდებოდით – ვერ მოასწრო. ანდა როგორ მოასწრებდა – თანატოლებმა მიუშვირეს იარაღი ქუჩაში მიმავალ მომავლის ბიჭს.“ – წერდა გიორგი კეკელიძე
მხარდაჭერა ჩვენგან…” – წერს ომაძე.
შეგახსენებთ, რომ მწერალი გიორგი კეკელიძე ეროვნული ბიბლიოთეკიდან წამოსვლის შემდეგ “ბიბლუსის” შემოქმედებითი დირექტორი გახდა.