პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჟოზე მოურინიომ “ნაპოლის” ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა, ამის შესახებ ინფორმაციას Rai ავრცელებს.
წყაროს ცნობით, დე ლაურენტისი და ჟოზეს აგენტი ჟორჟე მენდეში მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თუმცა “ნაპოლის” პრეზიდენტს “მილანის” მთავარი მწვრთნელის სტეფანო პიოლის კანდიდატურაც იზიდავს. მოურინიო “პარტენოპეისგან” საბოლოო პასუხს ელოდება, უარის შემთხვევაში კი შემოთავაზებებს საუდის არაბეთიდან განიხილავს.
შეგახსენებთ, მოურინიო “რომადან” გასულ კვირას, არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს.