„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, ტომას მასიმ წარმომადგენელთა პალატაში კანონპროექტი წარადგინა, რომელიც აშშ-ს ნატო-დან გასვლას ითვალისწინებს

„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, ტომას მასიმ წარმომადგენელთა პალატაში კანონპროექტი წარადგინა, რომელიც აშშ-ს ნატო-დან გასვლას ითვალისწინებს, – ამის შესახებ ინფორმაციას კონგრესმენის პრესსამსახური ავრცელებს.
„ნატო ცივი ომის გადმონაშთია. ნატო-დან უნდა გამოვიდეთ და ეს თანხა ჩვენი ქვეყნის დასაცავად უნდა გამოვიყენოთ და არა სოციალისტური ქვეყნების. ნატო საბჭოთა კავშირისთვის წინააღმდეგობის გასაწევად შეიქმნა, რომელიც ოცდაათ წელზე მეტია რაც დაიშალა. ამის შემდეგ აშშ-ის ჩართულობა გადასახადების გადამხდელებს ტრილიონობით დოლარი უჯდებათ და აშშ უცხოურ ომებში ჩართვას რისკავს. ჩვენი კონსტიტუცია მუდმივ უცხოურ კავშირებში ჩართვას არ ითვალისწინებს და ამის შესახებ დამფუძნებელი მამები გვაფრთხილებდნენ“, – განაცხადა მასიმ.
კანონპროექტი, სახელწოდებით „ნატო-ს აქტი“, აშშ-ის პრეზიდენტს ავალდებულებს, რომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-13 მუხლის თანახმად ნატო-ს აშშ-ის გასვლის შესახებ ოფიციალურად აცნობოს.
კანონპროექტის თანახმად, „ნატო-ს ცივი ომის დროინდელი თავდაპირველი მიზანი აშშ-ის ამჟამინდელ ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს აღარ შეესაბამება“.

ასევე დაგაინტერესებთ

კოტე ერისთავი: სისხლის სამართლის პოლიტიკის მოულოდნელი გამკაცრება, ზოგადად, მაშინ ხდება ხოლმე, როცა ხელისუფლება თვლის, რომ კრიზისია (პოლიტიკური, ეკონომიკური, ომი ა.შ) და საჭიროა საკუთარი ძალაუფლებისა და სიმტკიცის დემონსტრირება

გიორგი არქანია: ისტორიის, მე-10 კლასის ახალ სახელმძღვანელოზე: ყველაზე მეტად გამაკვირა ფაქტობრივმა შეცდომებმა, რომელთა რაოდენობა ასეთი მცირე მოცულობის, თანაც სასკოლო სახელმძღვანელოს გაკვეთილისთვის (!) საგანგაშოა

ფიქრია ჩიხრაძე – რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! – სახელმძღვანელოების ავტორები არიან, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები და მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს პარტიული ნარატივების სახელმძღვანელოებში გადმოსატანად