ჩინეთში, ერთ-ერთი სკოლის საერთო საცხოვრებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, დაღუპულები მე-3 კლასის მოსწავლეები არიან.
ხანძარი 19 იანვრის ღამეს სოფელ იანშანპუს სკოლაში, ქალაქ ნანიანთან ახლოს, ჰენანის პროვინციაში გაჩნდა. მისი გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
ამასთან, ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა ხანძარი მალევე ჩააქრეს, სკოლის ხელმძღვანელი კი დააკავეს.