კომუნიკაციების კომისიის წევრი „ოცნების“ ყოფილი მაჟორიტარი გოგა გულორდავა გახდა

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა, 77 ხმით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად გოგა გულორდავა აირჩია.
გულორდავა მე-9 მოწვევის პარლამენტში „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი იყო, 2023 წლიდან დღემდე კი „იმედში“ ფინანსური მონიტორინგისა და აუდიტორულ-საკონსულტაციო საქმიანობას ეწეოდა.
გულორდავას გარდა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად ს მიერ პარლამენტში წარდგენილი იყო აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი დირექტორის, ვლადიმერ ტატიშვილისა და შპს „პირველისა“ და „მედიაჰაბი სეილსჰაუსის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, ილია მიქელაიშვილის კანდიდატურები. პარლამენტმა მათგან გოგა გულორდავა შეარჩია.
კომუნიკაციების ეროვნული კომისია 6 წლის ვადით არჩეული 5 წევრისგან შედგება. კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაურს უფლებამოსილების ვადა ეწურება. გოგა გულორდავა საქმიანობის 2026 წლის 26 იანვრიდან შეუდგება.