რუსეთი საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამოქალაქეებს აღრიცხავს | რუსული მედია

რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის, “რია ნოვოსტის” ინფორმაციით, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს აღრიცხავს.
რუსეთის მთავრობის მიერ დამტკიცებულ საიმიგრაციო პოლიტიკის გეგმის მიხედვით, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამოქალაქეებს სავალდებულო აღრიცხვა საკონსულოებში მოუწევთ. ასევე, იურიდიულად განისაზღვრება ცნება “მოქალაქე, რომელიც მუდმივად ცხოვრობს რუსეთის საზღვრებს გარეთ” და დადგინდება მისი სამართლებრივი სტატუსი. კონკრეტული ზომები, რომლითაც საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს აღრიცხვას აიძულებენ, დოკუმენტში არ არის მითითებული.
თუმცა, გეგმა ითვალისწინებს რუსეთში ჩასული უცხო ქვეყნის მოქალაქეების ციფრული პროფილის შექმნასაც, რომელიც უნდა მოიცავდეს მის ბიომეტრიულ მონაცემებს.
“მოსკოვის აეროპორტებში, ექსპერიმენტის სახით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დნმ-ის ანალიზს აუღებენ და ჩაწერენ მის ხმას,” – წერს რუსული მედია.