პარლამენტმა დავით სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა. კენჭისყრა პარლამენტის პლენარულ სხოდმაზე დღეს, 16 ნოემბერს, გაიმართა.
როგორც საკითხზე მომხსენებელმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, პარლამენტის წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით სერგეენკომ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა საკუთარი განცხადების საფუძველზე მოითხოვა.
დავით სერგეენკო პარლამენტში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი იყო საბურთალოს ოლქიდან.
სერგეენკო ერთ-ერთი იყო იმ დეპუტატებს შორის, რომლებმაც გააზრებულად არ დაუჭირეს მხარი რუსულ კანონს. რუსული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას მოჰყვა მასობრივი აქციები, რომელიც ხელისუფლებამ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა, შემდგომ კი კანონპროექტი უკან გაიწვია.