“ნაპოლიმ” ბელგიელი ნახევარმცველი შეიძინა

პასკუალე მაცოკისა და ჰამედ ტრაორეს შემდეგ, ნეაპოლურმა კლუბმა იანვარში მესამე ტრანსფერი განახორციელა – “ვერონას” 23 წლის ბელგიელი გარემარბი სირილ ნგონჟი დაიმატა.
“ნაპოლი” ტრანსფერში საერთო ჯამში 20 მილიონ ევროს გადაიხდის, ნგონჟი კი ახალ გუნდში 23-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ნგონჟიმ ამ სეზონში სერია A-ს 19 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ