ჩვენ ვერ დავუშვებთ რუსეთმა იფიქროს, რომ გაიმარჯვებს | მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ქვეყნის თავდაცვის ინდუსტრიას მოუწოდა, გაზარდოს წარმოება, რადგან ევროპა ცდილობს გაზარდოს იარაღის მიწოდება უკრაინისთვის:
„ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ტრანსფორმაცია, რომელიც დავიწყეთ, რათა უფრო სწრაფად ვუპასუხოთ უკრაინის საჭიროებებს ს წინააღმდეგ ომში. ჩვენ ვერ დავუშვებთ რუსეთმა იფიქროს, რომ შეუძლია გაიმარჯვოს. რუსეთის გამარჯვება ნიშნავს ევროპის უსაფრთხოების დასასრულს”. – თქვა მაკრონმა სამხედროებისთვის მიმართვის დროს.
გასულ წელს საფრანგეთმა მიიღო 2024-2030 წლების სამხედრო ბიუჯეტი, რომლის მოცულობაც 413 მილიარდი ევროა (დაახლოებით 450 მილიარდი დოლარი). ეს კი ათწლეულების განმავლობაში სამხედრო ხარჯების ყველაზე დიდი ზრდაა.