ჯონ კირბი – ბაიდენმა და ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბარში მძევლების გათავისუფლებისთვის ძალისხმევა და ღაზაში „მიზნობრივ ოპერაციებზე” გადასვლა განიხილეს

ბაიდენმა და ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბარში მძევლების გათავისუფლებისთვის ძალისხმევა და ღაზაში „მიზნობრივ ოპერაციებზე” გადასვლა განიხილეს, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა.
„ორმა ლიდერმა ასევე განიხილეს ღაზაში არსებული ვითარება და მიზნობრივ ოპერაციებზე გადასვლა, რომელიც მზარდი ჰუმანიტარული დახმარების ჩასვლას, და „ჰამასსა“ და მის ხელმძღვანელობაზე მნიშვნელოვანი სამხედრო ზეწოლის შენარჩუნებას მისცემს საშუალებას“, – განაცხადა კირბიმ.
მან აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიესალმა ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებას აშდოდში მდებარე ისრაელის პორტის გავლით დაუშვას ღაზის სექტორში ფქვილის დიდი რაოდენობით შესვლა.
კირბიმ აღნიშნა, რომ მხარეები ასევე „ცალკე მუშაობენ ღაზაში საზღვაო გზით უფრო პირდაპირი მიწოდებების ვარიანტებზე“.
სატელეფონო საუბრისას ბაიდენმა ასევე ახალი ინფორმაცია მოითხოვა გადასახადებით მიღებული ასობით მილიონი დოლარის შესახებ, რომლებსაც ისრაელი პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას არ გადასცემს.
კირბიმ აღნიშნა, რომ ეს თანხა ასევე წავა პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის უსაფრთხოების ძალების ხელფასებში, რომლებთანაც ისრაელი თანამშრომლობს დასავლეთ სანაპიროზე ტერორიზმთან ბრძოლაში.
ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა კვირას უნდა გამართოს კენჭისყრა თვეების დაგვიანების შემდეგ აღნიშნული თანხების გადაცემასთან დაკავშირებით.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ