ჟორჟინიოს შემდეგ ჟუნიორი – “ტორპედო” გაძლიერებას აგრძელებს

გვინეა-ბისაუელი ჟორჟინიოს შემდეგ “ტორპედომ” ბრაზილიელი ლეგიონერი დაიმატა.
“25 წლის ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი ელიტონ ჟუნიორი ფინეთის ვიცე-ჩემპიონ “კუპსის” 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ასევე ის ნომინირებული იყო ლიგის საუკეთესო ნახევარმცველის წოდებაზე.
ელიტონ ჟუნიორი ამ წლის იანვრამდე შვედურ “ვარბერგს” ეკუთვნოდა, რომელშიც ის “რედ ბულ ბრასილიდან” (ბრაზილია) 2022 წლის იანვარში გადავიდა.
კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 1+1 სისტემით გაფორმდა”, – იტყობინება ქუთაისური კლუბის პრესსამსახური.
ყოჩაღ კარგი ტრანსფერია 7.8 ქონდა შეფასებები ფინეთის ვიცე ჩემპიონ გუნდში და ტორპედოსაც მაგრად გააძლიერებს იმედია უკეთეს და უკეთეს ტრანფერებს დადებენ კიდევ.

ასევე დაგაინტერესებთ