“მადლობა ფრანც” – საფეხბურთო სამყარო მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას, ბეკენბაუერს დაემშვიდობა

“მადლობა ფრანც” – ასე დაემშვიდობა საფეხბურთო სამყარო მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას, ფრანც ბეკენბაუერს. საფეხბურთო კლუბმა მიუნხენის “ბაიერნმა” ალიანს არენაზე “კაიზერ ფრანცისადმი” მიძღვნილ მემორიალურ ცერემონიას უმასპინძლა.
ღონისძიებას გერმანული ფეხბურთის ელიტა და სხვა ცნობილი ვარსკვლავები დაესწრნენ. ცერემონია მუსიკალურად სიმფონიურმა ორკესტრმა გააფორმა, ცნობილმა გერმანელმა ოპერის მომღერალმა იონას კაუფმანმა კი – პავაროტის უკვდავი კომპოზიცია – “ნესუნ დორმა” შეასრულა.
სტადიონზე მისულმა გულშემატკივარმა ბეკენბაუერზე მიძღვნილი მოკლე მეტრაჟიანი ფილმიც ნახა, სადაც “კაიზერ ფრანცის” ბოლო ინტერვიუ ზალცბურგში, მის სახლშია ჩაწერილი. ღონისძიებას გერმანიის კანცლერი, პრეზიდენტი და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა