„ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია | ქუთაისის ყველაზე ძველმა საერო შენობამ შესაძლოა პირვანდელი იერსახე დაკარგოს

ქუთაისის ყველაზე ძველმა საერო შენობამ შესაძლოა პირვანდელი იერსახე საბოლოოდ დაკარგოს. ქუთაისის მერიამ „ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია ისე დაიწყო, რომ არც წინასწარი დასკვნა მოუმზადებია და აზრი არც ექსპერტებისთვის უკითხავს. პროექტის მაკეტს სპეციალისტები და ქუთაისელები უარყოფითად აფასებენ და მერიისგან სამუშაოების დაუყოვნებლის შეწყვეტას მოითხოვენ, შექმნეს პეტიციაც, მაგრამ პროტესტს შედეგი ამ დრომდე არ აქვს.