ლონდონში ევროპელი ლიდერების შეხვედრა დასრულდა, – ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
დაუნინგ სტრიტზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენცია საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა დატოვეს.
ლიდერებმა რეზიდენციის დატოვების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხეს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რეზიდენციის შენობაში დაბრუნდნენ. მათ შორის მოლაპარაკებები ორმხრივ ფორმატში გაგრძელდება.
მოგვიანებით, ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონიდან ბრიუსელში გაფრინდება, სადაც ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტეს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდება.




