„წარმოქმნილი წინააღმდეგობის განხილვა იმ კუთხით, რომ “ოცნების” მთავრობა იმტერებს მეზობლებს და ცალსახად აზერბაიჯანულ პოზიციებს მივემხროთ, არ არის სწორი“ – რომან გოცირიძე
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, საქართველოს რკინიგზა აზერბაიჯანულ საწვავის სომხეთში სარკინიგზო გადაზიდვას ერთჯერადად სრულიად უსასყიდლოდ განახორციელებს.
ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, საქართველომ 5 დეკემბერს მიიღო თხოვნა აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების რკინიგზის მეშვეობით სომხეთში ტრანსპორტირების თაობაზე, რასთან დაკავშირებითაც მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ერთჯერადად მოხდეს ამ ნავთობპროდუქტების გატარება საფასურის გადახდის გარეშე.
“მიმდინარე წლის 5 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ პარტნიორი ქვეყნებისგან მიიღო თხოვნა აზერბაიჯანიდან სომხეთში საწვავის ერთჯერადი ტრანზიტის განხორციელებაზე საქართველოს ტერიტორიის გავლით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, საქართველოს რკინიგზას დაუყოვნებლივ დაევალა აღნიშნული ტვირთის სარკინიგზო გადაზიდვა ერთჯერადად სრულიად უსასყიდლოდ განახორციელოს.
აღნიშნული გადაწყვეტილება ეცნობათ ოფიციალურ მხარეებს. საქართველო იყო და არის სომხეთისა და აზერბაიჯანის სტრატეგიული და სანდო პარტნიორი ქვეყანა. ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვართ რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის მხარდამჭერი”, – განმარტავენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.
არსებული მდგომარეობით, უშუალოდ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზი არ ოპერირებს, შესაბამისად ორ ქვეყანას შორის ტვირთების გატარება საქართველოს რკინიგზის ტრანზიტის მეშვეობით ხორციელდება.
შეგახსენებთ, ეკონომისტი რომან გოცირიძე ამ თემაზე დეტალურად წერდა:
„კარგად გავეცანი აზერბაიჯანულ მედიაში წამოწყებულ კამპანიას. ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ბევრი რამ აჟიოტაჟის ატეხვის და საქართველოზე ზეწოლის მიზნით კეთდება. საზღვარზე აზერბაიჯანული ტრაილერების შეყოვნების საკითხიც გაზვიადებული ჩანს. ამ ტვირთებში არაა საქმე, პრობლემა გაცილებით დიდია.




