Financial Times-ის ინფორმაციით, საფრანგეთმა უკრაინისთვის განკუთვნილი სესხის უზრუნველსაყოფად 18 მილიარდი ევროს ოდენობის რუსული აქტივების კონფისკაციაზე უარი თქვა.
ფრანგი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ზოგადად მხარს უჭერენ სესხის იდეას, თუმცა კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან იმ აქტივების გამოყენებას, რომლებიც კერძო საფინანსო ინსტიტუტებში ინახება.
საფრანგეთმა ასევე დამალა ინფორმაცია იმ ფინანსური ინსტიტუტების შესახებ, სადაც ეს რუსული აქტივებია განთავსებული, და ასევე მათი შემოსავლების გამოყენების დეტალები — მონაცემების „კონფიდენციალური ხასიათის“ გამო.
საგულისხმოა, რომ ბელგია მოითხოვს რუსეთის აქტივების „ქოლექტიურ“ დატვირთვას ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, თუმცა საფრანგეთმა, ფაქტობრივად, ამ ფორმულას უარი უთხრა.




