კორუფციის ბრალდებით დაკავებულმა ექს-მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ სასამართლო დარბაზში მოსამართლე ლევან გელოვანს მიმართა:
ბრლადების და დაცვის მხარე შაბლონური განმარტებებით ხელმძღვანელობენ. ბატონო მოსამართლე თქვენ იკითხეთ არსებითად რა შეიცვალა – და ეს არის ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ამას ვადასტურებ და ეს საჭიროებს ყოველდღიურ რეაბილიტაციას, კერძოდ მასაჟები და ა.შ, რაც ვერ კეთდება პენიტენციურ დაწესებულებაში.
არის სპეციალური დაავადებები, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით არ იკურნება, ჩემი პრობლემა ამ კატეგორიას განეკუთვნება. მაგალითად, ერთ-ერთ დაავადებას ესპანეთში ვმკურნალობდი. ასევე მაქვს მორალური პრობლემა, მყავს 8 შვილი, აქედან მცირეწლოვანი შვილი. ესეც გაითვალისწინეთ.
მეორე, არსებითად რა შეიცვალა აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით, ამასთან დაკავშირებით მოგახსენებთ ჩემ მოსაზრებას. აღკვეთის ყველაზე მძიმე ღონისძიება-პატიმრობა ეს შეიძლება შეეხებოდეს ძალადობრივ დანაშაულებს. სწორედ იმას ასაბუთებს დაცვის მხარე, რომ ამ საქმეში არ არის მიზანშეწონილი გამოყენებულ იქნეს ყველაზე მკაცრი ზომა.
მეორე, რაც შეიცვალა, ჩემი აზრით, არის ის, რომ რაც მტკიცებულებების მოპოვება დასრულდა, ვერ გასცდა დაუსაბუთებელ და ირიბ მტკიცებულებებს. ეს არის ზუსტად ის არსებითი გარემოება, რაც შეიცვალა.
აქამდე ბრალდების მხარეს ჰქონდა დრო მოეპოვებინა მტკიცებულებები, რაც შეიძლება მოსამართლისთვის გამხდარიყო საფუძველი მკაცრი ღონისძიების გამოყენებისთვის.
არსებითად შეიცვალა ის, რომ ბრალდების მხარემ ვერ მოიპოვა პირდაპირი მტკიცებულებები. ეს არის ის გარემოებები, რაზეც უნდა იმსჯელოს სასამართლომ”, – განაცხადა ბურჭულაძემ.
მოსამართლემ ასეთი პასუხი გასცა:
აქამდე ვაცხადებდი რომ ამ ხელისუფლების პირობებში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყველა პატიმარი უზრუნველყოფილია ჯანდაცვის მომსახურებით. გამოდის ასე არ ყოფილა”,- განაცხადა ლევან გელოვანმა.
არსებობს გამონაკლისები, ისეთ დაავადებებზე რაც ქვეყანაშიც კი არ იკურნება – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ მოსამართლის რეპლიკის პასუხად. (ტვ პირველი)




