“ჩვენ შეგვიძლია ქვეყანას გავუძღვეთ წინ” – ვის მოიაზრებს გვარამია პოლიტიკურ გუნდში?

“მთავარი არხის” დამფუძნებელი ამბობს, რომ პოლიტიკური გაერთიანება, რომლითაც ის წარდგება, საზოგადოების რწმენას მოიპოვებს. გვარამია არ გამორიცხავს, რომ ეს გაერთიანება სწორედ სთან ერთად შედგეს.
შეიძლება, ჩვენ ამასთან დაკავშირებით ვსაუბრობთ, თუმცა მე მითქვამს, რომ სხვა ადამიანებიც არიან, ვისთანაც ვსაუბრობ, ნიკასაც უთქვამს ეს.
მე და ვართ მეგობრები, მე და კობა ნაყოფია ძალიან ფართო პოლიტიკური თვალსაზრისით ვართ თანამოაზრეები და ჩვენ ამ გზაზე მოვიაზრებთ თავს ერთად, ერთ პოლიტიკურ ბრძოლაში, ერთ პოლიტიკურ გუნდში.
ს თავისუფლების მოძრაობა – ადამიანები, ვისაც მე ველაპარაკები, თავისთავად ცხადია, აქედანაც არიან და კი, მათ იხილავთ.
გაერთიანება ძალიან მნიშვნელოვანი არის, მაგრამ ჩემი აზრით, ხშირად არ იძლევა ჩვენს – ჩვენ გვჭირდება ზუსტად რომ ჩვენ, „მეების“ ერთმანეთზე მიწეპება შეიძლება არ იყოს მნიშვნელოვანი და საჭირო შედეგის მომტანი.
ახალი პროექტი მოულოდნელობის და სიახლის ეფექტით სულაც არ არის ცუდი, თუ არჩევნებამდე მაქსიმალურად ახლოს შეიქმნება.
პოლიტიკურმა კლასმა უნდა აჩვენოს მაღალი კლასი, მან უნდა აჩვენოს, რომ მას შეუძლია არა მხოლოდ შეცვლა, არამედ მართვა და ქვეყნის წინ წაყვანა.
მე მინდა, ვაჩვენო მეც და იმ ადამიანებმაც, ვისთან ერთადაც ვიქნები ის, რომ ჩვენ შეგვიძლია არა მარტო შევცვალოთ, ჩვენ შეგვიძლია ქვეყანას გავუძღვეთ წინ უკეთესი მომავლისკენ. მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ ის ადამიანები, ვისთან ერთადაც მე საკუთარ თავს მოვიაზრებ, ქვეყანას წავიყვანთ დასავლეთისკენ, მოვიტანთ ევროინტეგრაციას, იმაზე მალე, ვიდრე ვინმეს შეიძლება ეგონოს, მოვიტანთ დემოკრატიას და უკეთეს ცხოვრებას.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა 26 მაისზე – ივანიშვილის „რუს-ქოცები“, ჯალათები, რომლებიც ყოველდღიურად ხელყოფენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და სახელმწიფოებრიობას, ვერ უნდა აღმოჩნდნენ რუსთაველის გამზირზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – „ქართული ოცნების“ მიზანია ოპოზიციური სპექტრი ლიდერების გარეშე დატოვონ, რათა ადგილობრივ არჩევნებში უკონკურენტოდ დაიკავონ ადგილები მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ ორგანოებში

საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულებს სასამართლოზე მიტანილი აქვთ ფურცლები წარწერებით: „FREE JAFARA“, „არც შეწყალება“, „არც საპროცესო“