სუს-ს ის კი არ უნდა ეთქვა, რომ „BBC-მ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა“, არამედ ის, რაც ბოლოს გამართლებად შემოგვთავაზა. ამის გამბედაობა არ ეყოთ, რადგან დანაშაული აქვთ ჩადენილი – ერთ ვერსიად დამნაშავის შიგნით გამოკვეთას განიხილავდნენ,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგო თევზაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, BBC-ს ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, რა იყო აქციების დაშლისას გამოყენებული ნივთიერება, ეს საერთაშორისო გამოძიებით უნდა დადგინდეს.
„ძალიან უნდა „ქართულ ოცნებას“ ეს თემა დახურულად გამოაცხადოს, მაგრამ ივანიშვილმა და რეჟიმმა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა და ეს როგორც კობახიძემ, ასევე შსს-ის ყოფილმა მინისტრმა, გომელაურმა და მისმა მოადგილემ, რომელიც ახლაც მოქმედია, აღიარეს, რომ წყალში რაღაც გაურიეს, რაც უკანონო იყო. ეს არის დადასტურებული ფაქტი.
გაირკვა, რომ ყველამ, ასიათასობით ადამიანმა, ვინც იქ ნოემბერ-დეკემბერში იდგა, განსაკუთრებით 28-29 ნომრებს, ყველამ იცოდა, რომ წყალში გარეული იყო ქიმიური ნივთიერება. უბრალოდ, იმდენად დიდ სიმხეცეს ჩადიოდა „ქართული ოცნება“.. როგორ ხვდებოდა ქუჩებში, სადარბაზოებში, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, მშვიდობიან მომიტინგეებს ღამეების განმავლობაში, ალბათ, გახსოვთ. ამან რატომღაც, მეორე პლანზე გადაინაცვლა იმიტომ, რომ მას მყისიერი რეაგირება და რეაქცია არ ჰქონია ჩვენს ჯანმრთელობაზე. საბოლოოდ, ძალიან ბევრი ადამიანი დღესაც უჩივის და ამბობს, რომ გამოყოლილი აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. აქ იმაზე კი არაა საუბარი, ვინ მივიდა კლინიკაში ან ვინ არ მივიდა, ეს მეორე საკითხია, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი, მაგრამ… პირველი საკითხი არის ის, გამოიყენა თუ არა რეჟიმმა ქიმიური იარაღი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ? რომ გამოეყენებინა და ყველა ჯანმრთელი გადარჩენილიყო, ეს არაფერია? ჯიბეში ჩავიწყოთ ხელები და გავაგრძელოთ ცხოვრება? 9 აპრილის შემდეგ, ესენი არიან განსაკუთრებით საშიში ხალხი, ვისაც ხელისუფლება აქვს მიტაცებული. გაბედა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და გამოიყენა ქიმიური იარაღი.
რა სახისაა, „კამიტია“ თუ სხვა ნივთიერება, უფრო მძიმე თუ მსუბუქი, ეს უნდა დადგინდეს საერთაშორისო გამოძიებით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჰქონდა 1-5 საათი, მინიმუმ ის დღე. ის კი არ უნდა დაეწყოთ, რომ BBC-მ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, არამედ უნდა ეთქვათ ის, რაც სუს-მა ბოლოს გამართლებად შემოგვთავაზა. ამის გამბედაობა არ ეყოთ იმიტომ, რომ მათ დანაშაული აქვთ ჩადენილი. ერთ ვერსიად განიხილავდნენ დამნაშავის შიგნით გამოკვეთას. ეს ვიცით ხომ, ვახო გომელაურს დააბრალებდნენ თუ ა.შ. მარტო გომელაურს ვერ დაჰბრალდებოდა იმიტომ, რომ იქ ვიღაცამ ბრძანება გასცა, ვიღაცამ მიიტანა და ჩაასხა, ვიღაცამ ამაზე პასუხისმგებლობა აიღო. ამიტომ, მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რომ „არაფერი მომხდარა ნოემბერ-დეკემბერში“,- განაცხადა თევზაძემ.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პოზიციას, რომ ის მზადაა, დაინტერესებულ საერთაშორისო სუბიექტებს, შესყიდულ თუ გამოყენებულ ნივთიერებებთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტები გაუზიარონ, აღნიშნულთან დაკავშირებით, თევზაძემ აღნიშნა, რომ ეს დოკუმენტები „შეიძლება საერთოდ არ არსებობდეს“.
„რატომ ამბობდნენ, რომ BBC არის „ფეიკ მედია“ და „დიპ სტეიტმა“ დააორგანიზა სიუჟეტი? რაღაც ზღაპრებს უყვებოდნენ ადამიანებს 4-5 დღე. თუ ჰქონდათ ეს დოკუმენტები, რას მალავენ? გამოაქვეყნონ. „ქართულ ოცნებას“ რომ სიმართლე უნდოდეს, იმ 80-ზე მეტ ადამიანს მოძებნიდა, გამოჰკითხავდა, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. მათ გამოჰკითხავდა და არა მათ, ვინც „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ დავზიანდიო. მეც დავზიანდი, მაგრამ არ დამიწერია“,- განაცხადა თევზაძემ.
მან ასევე, შეაფასა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ „ყველა, ვის მიმართაც დადასტურდება, რომ მათი ქმედებები სახელმწიფო ინტერესების ხელყოფისაკენ იყო მიმართული, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება“. აღნიშნულის საპასუხოდ, თევზაძემ აღნიშნა, რომ „ცხადია, „ქართული ოცნება“ პოლიტიკური პატიმრების დამატებაზე წამსვლელია“.
„ქართული ოცნება“ მხოლოდ მუქარაზეა გადასული, მაგრამ ამის არავის ეშინია, ესეც ცხადად ჩანს. „ქართული ოცნება“ პოლიტიკური პატიმრების დამატებაზე რომ წამსვლელია, ცხადია. მათთვის ეს პრობლემა არ არის. მალე, ვინც ქვეყნიდან გავა, მათაც დააკავებენ, ამაში დარწმუნებული ვარ. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკურად აქტიურ ადამიანებს ქვეყნის დატოვებას შეუზღუდავენ. ამის დროც მოვა, თუ არ ჩამოვშალეთ ეს რეჟიმი. კობახიძის მუქარის არავის არ ეშინია, ეს ცხადია, მაგრამ მას შეუძლია გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ჩვენს ქვეყანას, ამას აკეთებს. მათ შორის, ამ მიმართულებით, გააჩინოს დამატებითი შესაძლებლობა, ანუ ხელ-ფეხი გაუხსნას ჯალათებს, რომ არა მხოლოდ ქიმიური იარაღი გამოიყენონ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, არამედ მათ მიმართ ფიზიკური გასწორება, ქუჩებში დახვედრა, ფიზიკური განადგურებაც კი იყოს დაშვებული. ეს მოხდება და მოხდა უკვე, ირაკლი კობახიძის ე.წ. პრემიერობის დროს.
ლუკაშენკოზე რატომ არ ამბობენ იმავეს? მანაც ხომ სასტიკად დაარბია ადამიანები. ფატალური შედეგით დასრულდა მათ მიერ აქციების დარბევა. პუტინზე რატომ არ ამბობენ? პუტინიც კი გაემიჯნა. გახსოვთ ალბათ, იმ დღეს ლავროვმა, რომ თქვა, „ჩვენ ამ ხალხთან არანაირი კავშირი [არ გვაქვსო]“,- განაცხადა თევზაძემ.



