“აქ ჯერ კიდევ არ ვიცი, რომ 6-წლიანი ურთიერთობის დასრულება მელის წინ…” – მარიამ შარმანაშვილის, როგორც ძლიერი ქალის ამბავი – Marao

“აქ ჯერ კიდევ არ ვიცი, რომ 6-წლიანი ურთიერთობის დასრულება მელის წინ…” – მარიამ შარმანაშვილის, როგორც ძლიერი ქალის ამბავი – Marao
“ფოტო რომელმაც რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება ახლა უკვე ნახატად იქცა”, – წერს მარიამ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.
“და შენ, რომელიც ახლა გადიხარ იმ გზას, რომელსაც მე გავდიოდი რამდენიმე წლის წინ, როცა ყველაზე მარტოსულად და არასრულფასოვნად ვგრძნობდი თავს, გეტყვი, რომ აპატიე ადამიანებს, მიენდე სამყაროს და ის სასწაულებს ჩაიდენს შენთვის”.
“დიახ, ეს მე ვარ. 2018 წელია და აქ ჯერ კიდევ არ ვიცი, რომ პანდემია, 6-წლიანი ურთიერთობის დასრულება და არაერთი იმედგაცრუება მელის წინ. შენ შეგიძლია, რომ ყველა ტკივილი და მარცხი შენს გაკვეთილად აქციო და მადლიერებით შეხვდე ყველა გამოწვევას. მერე სულ სხვანაირად გილაგებს სამყარო ცხოვრებას…”
მას შემდეგ, რაც მარიამ შარმანაშვილმა კარლო პონტი უმცროსზე იქორწინა, მის მიმართ ინტერესი არამხოლოდ საქართველოში, არამედ იტალიაშიც გაიზარდა. შეიძლება ითქვას, მარიამი საქართველოში ფართო საზოგადოებამ სწორედ ამ ფაქტის შემდეგ გაიცნო – მისი უშუალო და თავმდაბალი ბუნების გამო კი მალევე შეიყვარა. როგორც ჩანს, მარიამით იტალიური მედიაც დაინტერესდა და მის შესახებ სიუჟეტი ერთ-ერთმა პოპულარულმა ტელეარხმა მოამზადა.
ცნობილი დირიჟორის, 54 წლის კარლო პონტისა და ზუმბას მოცეკვავის, ფიტნესინსტრუქტორის, მარიამ შარმანაშვილის შესახებ უამრავი სტატია დაიწერა.
აღმოჩნდა, რომ წყვილის სიყვარულის ისტორია თითქმის 2 წელს ითვლის. რომანი 2021 წლის 14 მარტს მარიამის ფოტოზე მიწერილი კომპლიმენტით დაიწყო.
კარლო პონტი საქართველოს პირველად ქართველი მეცო-სოპრანოს, ნინო სურგულაძის მოწვევით ესტუმრა. მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ მოგვიანებით უცხო ქვეყანაში საყვარელ ქალს იპოვიდა და ხშირად მოუწევდა ჩამოსვლა.
„კარლოს ძალიან უყვარს ქართველი ხალხი და ქართული კულტურა, საქართველოზეა შეყვარებული. შარშან საქართველოში შეხვდა ახალ წელს. წელს ვერ მოხერხდა ახალი წლის ერთად შეხვედრა. ევროპაში ყოფნის ლიმიტს გადავაჭარბე ორი დღით, შეზღუდვა მქონდა ექვსი თვე, რომლის ვადაც თებერვალში გადის. ჯერ წასვლა-წამოსვლები გვექნება. არის გარკვეული გარემოებები, რის გამოც ვერც მე მივდივარ და ვერც ის ჩამოდის. ახლა ჰქონდა კონცერტი ამერიკაში თავის შვილთან ერთად, რამაც ძალიან კარგად ჩაიარა. ასეთი ამბები ძალიან მახარებს ხოლმე, რადგან მათი წარმატება ჩემთვის სასიხარულოა.
ძალიან მიხარია, რომ მერგო პატივი და სოფი ლორენს, რომელიც ლეგენდაა, ვიცნობ. შარშან ჟენევაში ორი თვით მომიწია ყოფნა და საკმაოდ დავახლოვდით, მასთან სტუმრობა ხშირად გვიწევდა. ბევრი საინტერესო ამბავი მოგვიყვა.ჩვენ ზოგადად გვაქვს წარმოდგენა, რომ დიდი ლეგენდები დისტანციით გამოირჩევიან, მაგრამ ასე ნამდვილად არაა. მისგან დისტანცია არ მიგრძნია. ჩემს შვილს თავისი პრიზები დაათვალიერებინა. დემეტრეს “ოსკარი” დააჭერინა ხელში. ფილმში მეგონა თავი. ასეთი განცდა ხშირად მქონია. იმდენად დაუჯერებელია ჩემთვის ეს ყველაფერი, რაც ჩემ გარშემო ხდება“, – ამბობდა მარიამი.
26 ივლისს მარიამ შარმანაშვილისა და კარლო პონტი უმცროსის ქართული ქორწილი გაიმართა.
წყვილმა ქორწილი ქართული ტრადიციების დაცვით ჩაატარა. ჯვრისწერა სამთავროს მონასტერში გაიმართა, სადაც იტალიელმა სიძემ ჩოხა მოირგო, ხოლო მარიამი ქართული ტრადიციული ნაციონალური სამოსით იყო წარმოდგენილი. და რა თქმა უნდა, წყვილმა ქართული ცეკვა, დაისიც შეასრულა.
ვაჟის ქორწილს სამწუხაროდ ვერ დაესწრო სოფი ლორენი, თუმცა მან ვიდეო მიმართვა გამოუგზავნა წყვილს, რის შემდეგაც მარიამმა და კარლომ კიდევ ერთი ცეკვა შესთავაზეს სტუმრებს. მარიამმა ცეკვის დროს ლაშა ჯოხაძის შექმნილი ულამაზესი თეთრი კაბა მოირგო.
სოციალურ ქსელში კარლომ მარიამის ქორწილის ფოტოები გამოაქვეყნა და ემოციურად მიმართა მეუღლეს:
· “ამ გამარჯვებას ვუძღვნი ჩემს უმაგრეს მეუღლეს” – ბექა ღვინიაშვილის ემოციური სიტყვა დიდი გამარჯვების შემდეგ, 4 შვილი და ახალი ცხოვრების დასაწყისი
“დასამახსოვრებელი დღეა – 2025 წლის 26 ივლისი, ჩვენს საყვარელ თბილისში, საქართველოში! ჩემი ემოციები სიმფონიის ნოტებს ჰგავს – ჰარმონიაში მოცეკვავეს და სიხარულით სავსეს, იმ ცხოვრების მოლოდინში, რომელიც წინ გველოდება! მიყვარხარ,მარიამ უსასრულოდ!
გპირდები, პატივს გცემ და მოგეფერები ყოველ დღე – ერთგულებითა და თავდადებით.
მე შენ აგირჩია, მარიამ, იყო ჩემი ცოლი, ჩემი პარტნიორი, ჩემი მეგობარი, ჩემი სიყვარული და ჩემი შუქი.” – წერდა კარლო პონტი.