ევროკომისიამ მასკის პლატფორმა X 140 მილიონი ევროთი დააჯარიმა – Reuters

ევროკომისიამ მასკის პლატფორმა X 140 მილიონი ევროთი დააჯარიმა – Reuters
ევროკომისიამ ამერიკელი მილიარდერი ბიზნესმენის, ილონ მასკის სოციალურ ქსელ X-ს ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტის (DSA) დარღვევისთვის 140 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
ეს პირველი მნიშვნელოვანი სანქციაა ახალი კანონმდებლობის ფარგლებში, რომელიც ონლაინ პლატფორმებს უკანონო და საზიანო კონტენტის წინააღმდეგ ბრძოლას ავალდებულებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ X-მა მისი სარეკლამო ბიბლიოთეკის გამჭვირვალობა არ უზრუნველყო, შეცდომაში შემყვანი “ლურჯი მონიშვნის“ სისტემა შექმნა და მკვლევრებს საჯარო მონაცემებზე წვდომა არ მისცა.

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”