რუსეთში მიგრანტებს ციფრულ პროფილებს შეუქმნიან და ქცევის წესებს ასწავლიან

რუსეთის მთავრობამ სახელმწიფო მიგრაციული პოლიტიკის კონცეფციის განხორციელების გეგმა დაამტკიცა, რომელიც 2024 წლის 10 დეკემბრამდე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ციფრული პროფილის შექმნას გულისხმობს.
ს ციფრული განვითარების სამინისტრომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ФСБ-მ, ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ და განათლების სამინისტრომ ეს სამუშაო 2024 წლის 10 დეკემბრამდე უნდა დაასრულონ.
რუსული მედიის ინფორმაციით, უცხოელებს მიეცემათ შესაძლებლობა დარეგისტრირდნენ ერთიან ბიომეტრულ სისტემაში, რომლითაც ასევე უზრუნველყოფილი იქნება უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ფულადი გზავნილებისა და გადახდების უსაფრთხოება.
გარდა ამისა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეიქმნება სახელმძღვანელო რუსეთში ქცევის წესებისა და ნორმების შესახებ.
„უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საინფორმაციო მასალების შექმნა და გავრცელება რუსულ საზოგადოებაში ქცევის წესებისა და ნორმების შესახებ, მათ შორის ციფრული პლატფორმის შესაძლებლობების გამოყენება მიგრაციული პროცესებისა და შრომითი რესურსებისთვის“, – ნათქვამია დოკუმენტში.

გეგმის დამტკიცების ბრძანებას ხელი პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა მოაწერა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება

ნიკა გვარამია – თბილისი იქნება ევროპის დედაქალაქი, წარმატებული, გაღიმებული და ბედნიერი ხალხის ქალაქი – ამ ქვეყანაში არ იქნება ომი არასდროს, ეს ქვეყანა ყოველთვის იბრძოლებს ევროპისთვის