EU-ს პოლიტიკა ტრანსატლანტიკური ურთიერთობების დამაზიანებელად ფასდება

-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, კრისტოფერ ლანდაუმ ევროკავშირის მიერ სოციალური მედიის პლატფორმის, X-ის 140 მილიონი დოლარით დაჯარიმება ცენზურად შეაფასა.
მისი თქმით, ჯარიმა ხაზს უსვამ იმას, თუ როგორ უთხრიან ძირს ევროპელები -ს პოლიტიკას, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს სამხედრო დახმარებას სთხოვენ.
ლანდაუს შეფასებით, ევროკავშირსა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის არსებული განსხვავებები არაერთ საკითხზე, ძირს უთხრის აშშ-სთან პარტნიორობის იდეას, NATO-ს [შეთანხმების] მიუხედავად. მისი თქმით, ევროკავშირის მარეგულირებელმა პოზიცია, შესაძლოა, ზიანი მიაყენოს საერთო დასავლურ უსაფრთხოებას და ღირებულებებს.
“როდესაც ეს ქვეყნები NATO-ს ქუდებს ატარებენ, ისინი ამტკიცებენ, რომ ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა ჩვენი საერთო უსაფრთხოების ქვაკუთხედია, თუმცა, როდესაც ევროკავშირის ქუდებს ატარებენ, ისინი ყველა სახის დღის წესრიგს მისდევენ, რომელიც ხშირად სრულად ეწინააღმდეგება აშშ-ს ინტერესებსა და უსაფრთხოებას. ეს არათანმიმდევრულობა შეუძლებელია გაგრძელდეს”. – წერს ლანდაუ.
ევროკომისიამ ამერიკელი მილიარდერი ბიზნესმენის, ილონ მასკის სოციალურ ქსელ X-ს ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტის (DSA) დარღვევისთვის 140 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ X-მა მისი სარეკლამო ბიბლიოთეკის გამჭვირვალობა არ უზრუნველყო, შეცდომაში შემყვანი “ლურჯი მონიშვნის“ სისტემა შექმნა და მკვლევრებს საჯარო მონაცემებზე წვდომა არ მისცა.
ამერიკელი მაღალჩინოსნების, მათ შორის, სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოსა და ფედერალური კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის, ბრენდან კარის შეფასებით, ევროკავშირი ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებს მიზანმიმართულად ავიწროებს და მათ სიტყვის თავისუფლებას უზღუდავს.
tabula.ge