პარლამენტთან Eagle Hills-ის პროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია იმართება – აქციის მონაწილეები საქართველოში Eagle Hills-ის პროექტს აპროტესტებენ.
როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ისინი ქართული მიწის გასხვისებას არ დაუშვებენ.
ისმის შეძახილები: „საქართველო ჩვენია”.
„მალე, ეს ქვეყანა ქართველების არ იქნება. ქართველებო, უფლის წინაშე გვაქვს ვალდებულება, გავუფრთხილდეთ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას, წინაპართა წინაშე გვაქვს ვალდებულება, ენა, მამული და სარწმუნოება გადავცეთ შთამომავლობას“,- აღნიშნავენ აქციის მონაწილეები, რომლის ორგანიზატორი „ალტ ინფოა“.
აქციის მონაწილეები აპირებენ, მსვლელობით სამების საკათედრო ტაძართან გადაინაცვლონ, სადაც მათი თქმით, აქციას დაასრულებენ.
ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერულ კომპანია Eagle Hills-სა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, საქართველოში უპრეცედენტო მოცულობის – $6,5 მილიარდზე მეტი ღირებულების, ორი პროექტი განხორციელდება.
„აღნიშნული საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური უცხოური ინვესტიციაა, რომელიც თბილისის და ბათუმის იერსახეს გარდაქმნის და ქალაქებში გლობალური ცნობადობის კომპლექსებს შექმნის. პროექტები თბილისსა და გონიოში ხელს შეუწყობს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას, წლიურად ასობით ათასი ვიზიტორის მოზიდვას და ათასობით სამუშაო ადგილის შექმნას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

კობა კობალაძე გიორგი ბარამიძეზე – სინანული მაშინ არის დასაფასებელი, როცა ამ სინანულს გრძნობ – თუ სჯერა, რომ სიმართლე თქვა, მაშინ, როდის, სად, ვინ და რა ვითარებაში მოახდინა ეს შემზარავი ფაქტი, ამაზე უნდა ისაუბროს

მიხეილ ყაველაშვილი – შინდისის გმირებმა ენით აღუწერელი გმირობა ჩაიდინეს, თვით მტერიც კი აღაფრთოვანეს და განაცვიფრეს მათი ვაჟკაცობით – სწორედ მათი გმირობა გვაძლევს რწმენას, რომ საქართველო უკვდავი და მარადიულია