ინდონეზიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 900-ს გადააჭარბა

ინდონეზიაში წყალდიდობების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 900-ს გადააჭარბა, დაკარგულად კიდევ ასობით ადამიანი ითვლება.
წყალდიდობები და მეწყრული პროცესები კუნძულზე ციკლონმა „სენიარმა“ გამოიწვია. განადგურებულია 100 ათასზე მეტი სახლი. მაშველებმა ზოგ ადგილებში დაზარალებულებს ამ დრომდე ვერ მიაღწიეს.
გასულ კვირას სტიქიური მოვლენები შრი-ლანკაზე, ტაილანდში, მალაიზიასა და ვიეტნამშიც დაფიქსირდა. ჯამში, აზიაში დაღუპულთა რიცხვი 2 ათასს უახლოვდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი