რუსებმა უკრაინას 241 დრონით და 5 ბალისტიკური რაკეტით შეუტიეს – უკრაინელებმა 179 სამიზნე გაანადგურეს

რუსებმა 7 დეკემბრის ღამეს უკრაინის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატების, საჰაერო და სახმელეთო რაკეტების გამოყენებით კომბინირებული თავდასხმა განახორციელეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალების სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობაში აცხადებენ, რომ რუსებმა 241 დრონი და 5 ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს. წინასწარი მონაცემებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 179 სამიზნე გაანადგურეს, მათ შორის 175 დრონი და 4 რაკეტა.
ამასთან, 65 დრონის დარტყმა 14 ლოკაციაზე დაფიქსირდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსები თავს დაესხნენ პოლტავის ოლქის ენერგეტიკულ სექტორს. დაზიანდა ტექნიკური აღჭურვილობა, ზოგიერთ რაიონში შეფერხებებია გათბობისა და წყალმომარაგების სისტემებში.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე – ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის – მეტ კომენტარს არ გავაკეთებ ეთიკური სტანდარტიდან გამომდინარე, ის ჩემამდე იკავებდა ამ თანამდებობას