ვინისიუსი ისევ თავის სტიქიაშია – “ატლეტიკომ” “რეალი” თასიდან გამოაგდო

ესპანეთის თასის მერვედფინალში „ატლეტიკომ“ სახლში დამატებით დროში „რეალი“ 4:2 დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.
მატჩი მეტად დაძაბული გამოვიდა და „რეალის“ წარმომადგენლები თვლიან, რომ მსაჯმა გილერმე კუადრო ფერნანდესმა მასპინძელთა სასარგებლოდ რამდენიმე შეცდომა დაუშვა.
კვლავ შეხლა-შემოხლა ჰქონდა მოედანზე სტუმართა გუნდის თავდამსხმელ ვინისიუსს. ერთ-ერთ ეპიზოდში ბრაზილიელი უკმაყოფილო დარჩა იმის გამო, რომ აუტის ხაზთან ბურთი ბიჭმა დროულად არ მიაწოდა, არბიტრთან ჩივილი დაიწყო და ყვითელი ბარათი მიიღო. დამატებითი დროის დაწყების წინ კი ვინისიუსი „ატლეტიკოს“ მწვრთნელს დიეგო სიმეონეს ეკამათა, რომელსაც არ მოეწონა, როგორ აღნიშნა მან
82-ე წუთზე ხოსელუს გატანილი გოლი. მათ შორის ორივე გუნდის ფეხბურთელები ჩადგნენ და ჩხუბის საშუალება არ მისცეს.
ატლეტიკო – რეალი 4:2 (ძირ. დრო 2:2)
გოლები: 1:0 ლინო (39), 1:1 ობლაკი (45+1, საკ. კარში), 2:1 მორატა (57), 2:2 ხოსელუ (82), 3:2 გრიზმანი (100), 4:2 რიკელმე (119)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში